ნუცუბიძის პლატოზე 4-სართულიან შენობას ცეცხლი უკიდია. ცეცხლი 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულის დაშენებაზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 200 კვ. მეტრ ფართობის სასხვენო გადახურვა.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო ბრიგადა.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.