17 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ეს უბანი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და ჩვენს ინსპექტირებაში ვერ მოხვდებოდა - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი

უკვე სამი საათია, საქნახშირის ხელმძღვანელობას შახტის ადმინისტრაციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ტყიბულის პოლიციის შენობაში ჰკითხავენ.

ტყიბულში ყველა შახტი ამ დროისთვის დალუქულია. გადაწყვეტილება სამართლდამცველებმა დღეს დილით მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღეს.

ტყიბულში ტრაგედიის ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი. გრიგოლ კაკაურიძე ამბობს, რომ უბანი, სადაც დღეს დილით ტრაგედია მოხდა ცოტა ხნის წინ გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონაკვეთზე ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირება ვერ მოხდებოდა.

„ეს უბანი პირველი უბნის მესამე ველის დასავლეთის ფრთა სულ რამდენიმე დღეა, გაიხსნა, იქ სამუშაოები ახალი დაწყებულია, შესაბამისად, სამი თვის წინ ჩვენ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში ეს მიმართულება ვერ მოხდებოდა,“ -ამბობს კაკაურიძე.

მის თქმით, ტექნიკური დოკუმენტაცია გროვდება, გამოიკითხა ტექნიკური პერსონალი და მოხდება შემთხვევის ადგილის დათვალიერებაც.

მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებას დღეს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 6 მუშა დაშავდა.

უბედური შემთხვევა იმავე უბანზე მოხდა, სადაც აპრილში 6 მეშახტე დაიღუპა.

ამავე თემაზე
დღის ამბები