17 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
"დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე და მის კადრებზე"- რომან გოცირიძე კობახიძის განცხადებას ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც ყოფილი პრემიერი გააკრიტიკა, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. საუბარია ირაკლი კობახიძის კომენტარზე, სადაც მან აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს შრომითი უსაფრთხოების გამკაცრებასთან დაკავშირებით ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა მაშინდელმა მთავრობის ხელმძღვანელმა მისი განხორციელების საშუალება არ მისცა.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ყველა შეცდომა, რომელიც დაუშვა, ყოფილ პრემიერს დააბრალოს.

„დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე და მის კადრებზე და ეს იმიტომ, რომ მან გაბედა სულ მცირედი ურჩობა ბიძინა ივანიშვილისადმი. დღეს უკვე აბსურდიც კი დააბრალეს, თურმე საქართველოში, რაც კი რამე აფეთქებები მოხდა აი ამ მაღაროში და სხვაგან, ეს ყოფილა კვირიკაშვილის ბრალი. არ ამბობენ, რომ ის მთავრობა, რომელსაც დააბრალეს დღევანდელი  უბედური შემთხვევა, ფაქტობრივად, მთელი შემადგენლობით არის აქ. გარდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძისა, რომელსაც საგარეო სფერო აქვს. ინფრასტრუქტურას არავითარი კავშირი იმასთან  არ აქვს და ქუმსიშვილი, რომელიც ეკონომიკაში იყო. გამოდის, რომ ესენი ყოფილან დამნაშავეები, ვინც დარჩნენ,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები