17 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებმა 3 მილიონი ლარი რუსული წარმოების ავტომობილების "ნივების" შესაძენად დახარჯეს - TI

ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებმა 3 მილიონი ლარი რუსული წარმოების ავტომობილების "ნივების" შესაძენად დახარჯეს. შესყიდვები არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" შეისწავლა და დაასკვნა, რომ ძირითად ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია "გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯი," რომელიც სახელმწიფო უწყებებს ნივებით ამარაგებდა. არსებობს ვარაუდი, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ მომზადებული სატენდერო დოკუმენტაცია მხოლოდ ამ კომპანიის ინტერესებზე იყო მორგებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო შესყიდვების სააგენტოს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს, აუდიტის სამსახურისგან კი „ნივების“ შესყიდვაზე დახარჯული სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის შესწავლას მოითხოვს. ორგანიზაციის რეკომენდაცია კანონში ცვლილებებსაც უკავშირდება, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის პროდუქციის ყიდვაზე. 

დღის ამბები