აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენა, უმაღლესი საბჭოში ხმაურით დაიწყო.
„ევროპელი საქართველოს“ წევრი ითხოვდა დოკუმენტს, სადაც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ხელწერა მინისტრობის კანდიდატებზე.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძის გამოსვლას მოუსმენენ, ასევე პოზიცია და ოპოზიცია შეკითხვებს მინისტრობის კანდიდატებსაც დაუსვამენ. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, მხარს უჭერს რიჟვაძის კანდიდატურას და მის გუნდს, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი რიჟვაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.