17 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
სოფელ გრიგოლიშში მოსახლეობას 6 წელია სასმელი წყალი არ მიეწოდება

ზუგდიდის რაიონ სოფელ გრიგოლიშში მეექვსე წელია მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების განცხადებით, 2014 წელს სასმელი წყლის ავზები დადგეს, თუმცა წყალი მილებში დღემდე არ გამოუშვიათ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ადგილობრივების პრობლემას ადგილზე გაეცნო და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების საკითხის გადაჭრისკენ მოუწოდა.

„მინდა ადგილობრივ ხელისუფლებასაც და ინფრასტრუქტურის მინისტრსაც მოვუწოდო მიხედოს ამ კონკრეტული სოფლის წყალმომარაგებას და ზოგადად საქართველოში, ქართულ სოფლებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება უწყლობა და წყალმომარაგების არ არსებობა, ამიტომ მინდა მოვუწოდო და ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია აუცილებლად ამ თემას გავაკონტროლებთ,“- აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები