ტყიბულის შახტაში დაღუპულ 54 წლის მიხეილ გამეზარდაშვილს დღეს დაკრძალავენ. ოჯახის წევრები გამოძიების ობიექტურ ჩატარებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული დანარჩენი სამი მეშახტე, გუშინ დაკრძალეს.
პარალელურად, ტყიბული ხვალიდან მასშტაბური აქციებისთვის ემზადება. მთავარი მოთხოვნა "საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენება და ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა. მეშახტეები პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრასაც მოითხოვენ. კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რასაც მეშახტეების ქალაქი ხელისუფლებას უყენებს, შახტების შენარჩუნებაა.