17 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - არასამთავრობოები მაღალჩინოსნების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას მაღალჩინოსნების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ითხოვენ. სამოქალაქო სექტორში განმარტავენ, რომ კომისიის მუშაობის შედეგად ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიებაში გამოიკვეთა ხარვეზები, რის შესახებაც გაცილებით ადრე საუბრობდნენ არასამთავრობოები, ამიტომ სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ აუცილებელია გამოძიება სხვა მიმართულებითაც დაიწყოს, რადგან არ არის გამორიცხული დადგინდეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან მიზანმიმართულად საქმის მასალების გადამალვის ფაქტები, რის გამოც საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოხდა.

დღის ამბები