5 აგვისტოს ზაზა სარალძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ჟურნალისტი ელისო კილაძე სტრაზბურგში მიემგზავრებიან, სადაც ისინი არასამთავრობო სექტორს შეხვდებიან და გახმაურებული საქმეების დეტალებს გააცნობენ. შეხვედრა გაიმართება იმ ადვოკატებთანაც, რომლებიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობენ. როგორც სარალიძე, ისე მაჩალიკაშვილი მიიჩნევენ, რომ სამართალი არც ერთ საქმეზე არ დამდგარა.
„დღესაც ცდილობენ პროკურორები, რომ არა მარტო მოქმედი პროკურორები და არამედ ის გადამდგარი პროკურორები თუ დაწინაურებული პროკურორები დღესაც ცდილობენ ჩემი შვილის საქმის შეკერვას. არ ეხებიან საერთოდ პირდაპირ მკვლელებს. რაღაც ირიბად მიჰყავთ გამოძიება. ფაქტია, მე საქართველოში ჭეშმარიტებას ვერ მივაღწიე. სამართლიანობას ვერ მივაღწიე. წესით არ უნდა მიწევდეს არც მე და არც ბატონ მალხაზს საზღვრების გარეთ გასვლა მაგრამ ფაქტია დავდექით იმის წინაშე, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ უკვე ევროპის სასამართლოს დახმარებისთვის,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კი კვლავ ითხოვს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც მისი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.
„დასრულდეს ეს სამუდამოდ როცა მოუნდებათ თავიანთი ბინძური თამაშების დროს გამოყენება პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი ქისტების. რომლებიც დღესაც არიან დიდი ზეწოლის ქვეშ ძალოვნების მხრიდან,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.