17 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
სამხარეო პოლიციის უფროსი სვანეთში შეკრებილ მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდებს

სამხარეო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ დიასამიძე სვანეთში მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავს. მან ადგილობრივებს განუცხადა, რომ სამართალდამცველები ჭუბერსა და ხაიშში უკანონო სახერხების  გამოსავლენად უკანონო ხე-ტყის ამოსაღებად შევიდნენ. ნიკოლოზ დიასამიძემ სვანეთში შეკრებილ მოსახლეობას დაშლა მოსთხოვა.

ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია ვითარება სვანეთში. ჭუბერისა და ხაიშის თემში მობილიზებულ ასეულობით სამართალდამცველს ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებული მოსახლეობა უპირისპირდება. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ შეიარაღებულ პოლიციელებს ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. პერიოდულად ხდება შეტაკებებიც. მოსახლეობამ პოლიციელებს რამდენჯერმე ქვები დაუშინა.

 

 

 

დღის ამბები