17 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება - მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

ამის შესახებ განცხადება მამუკა ბახტაძემ კოჯორში გააკეთა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო. 

„ეტაპობრივად დავიწყებთ ელექტოავტობუსების შემოყვანის პროცესს. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე უფრო ხელმისაწვდიმი და კომფორტული გადაადგილების საშუალება გახდეს. ამასთან, ჩვენი პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი მოძრავი შემადგენლობის შემოღებას, აქ ჩვენ, ამავე დროს, ვგულისხმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალელურად ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ველობილიკებს შშმ პირებისა და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის გამართვის კომპონენტების ჩათვლით. აუცილებელია მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარებისას გავითვალისწინოთ გარემოსდაცვითი ასპექტები, განსაკუთრებული ყურადღბა მიექცევა როგორც ცენტრალური, ისევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა ბახტაძემ. 

დღის ამბები