"ხორავას ქუჩის" საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს.
ამ სამიდან ორი კი, კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის, განცხადებით, გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს.
„დღეს კომისიაზე კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოვკითხავთ, რომლებიც ამ ჩხუბის შემსწრე არიან და შესაძლებელია 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ მნიშვნელოვანი გარემოებები იცოდნენ. სამწუხაროდ, ამ სამი არასრულწლოვნიდან ორი გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს. ვგულისხმობ მკვლელობის ჩადენიდან პირველ დღეებს, როდესაც მათ შესაძლებლობა ექნებოდათ, უფრო მეტი დეტალი გაეხსენებინათ მათ მიერ გაგონილი საუბრების თუ ნანახი ფაქტების შესახებ,“ - განაცხადა აბესაძემ.