ხელვაჩაურში მდინარე ჭოროხზე მეორე დღეა, 51 წლის კაცს უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა და მაში 25 მაშველი და მყვინთავია ჩართული.
ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი მდინარის პირას პიკნიკზე იმყოფებოდა. ის, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა წყალში და დინებამ გაიტაცა. თანხმლებმა პირებმა მისი დახმარება ვეღარ შეძლეს.