17 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"უნდა გაჩნდეს ალტერნატიული სამუშაო ადგილები, უნდა დაიდოს დასკვნა" - პროფკავშირებში სპეციალური კომისიის სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ

ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, პროფკავშირებში სპეციალური კომისიის სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მათი განცხადებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ ტყიბულის შახტების სრული მოდერნიზაციისა და ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა უმოკლეს ვადებში მოამზადოს.

სამმხრივი კომისია, რომელიც მთავრობის, პროფკავშირებისა და ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, სავარაუდოდ მიმდინარე კვირას შეიკრიბება. შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი საკითხი დასაქმებულების უსაფრთხო შრომა იქნება.

„უნდა გაჩნდეს იქ ალტერნატიული სამუშაო ადგილები, უნდა დაიდოს დასკვნა, ტყიბულის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. ამას სჭირდება ბუნებრივია სხვა სახელმწიფოებრივი  მიდგომა და სწორედ ამიტომაც მოვითხოვეთ სამმხრივი კომისია, რათა შესაბამისი გეგმა დაიდოს ტყიბულში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეკონომიკური ახალი სექტორების განვითარებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

დღის ამბები