17 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
აქცია აბაშიძის ქუჩაზე - მოსახლეობა მერიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევაში ადანაშაულებს

ვასილ აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლები თბილისის მერიის წინააღმდეგ - მოსახლეობა აცხადებს, რომ აბაშიძის 4 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელ შენობაზე უკანონო დაშენება მიმდინარეობს.

შენობის ზედა სართულზე ჰოსტელია განთავსებული, რომლის მეპატრონემაც შესაბამისი სამშენებლო ნებართვა მერიისგან ცოტა ხნის წინ აიღო. მოსახლეობა ამბობს, რომ მერიას ნებართვის გაცემის უფლება არ ჰქონდა, რადგან შესაბამისი დავა სასამართლოში უკვე დაწყებულია.

„მთელი მეზობლები, ხუთი ოჯახი და მთელი უბანი ერთი ჰოსტელის წინააღმდეგ ვითხოვთ არამხოლოდ შეჩერებას, იმიტომ რომ დაასრულებინეს 2000 ლარიანი ჯარიმით, მამუკა ჯაყელს, რომელიც გახლავთ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე 2000 ლარიანი ჯარიმით დაანგრევინეს კულტურული მემკვიდრეობა“-ამბობს დაზარალებული ლანა გალდავა.

დღის ამბები