17 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ვიზის მიღება რომ ფულის სანაცვლოდ ხდება არ მსმენია - გიორგი ლომია რუსეთის საკონსულოსთან ვიზის მისაღებად იმყოფებოდა

რუსეთის საკონსულოს შენობაში, სადაც ამ დღესაც ვიზის მომლოდინეთა რიგები დგას, ცოტა ხნის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია იმყოფებოდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, რომლებიც ხშირად მიემგზავრება მოსკოვში და ურთიერთობების დალაგების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებას, არაფერი სმენია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვის შესახებ.

"კურიერის" კითხვაზე, უსაუბრიათ თუ არა მას და მის თანაგუნდელებს მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში რუსეთის საკონსულოსთან შექმნილ ვითარებაზე, ლომია ამბობს, რომ ეს საკითხი მათაც აღელვებთ, თუმცა პრობლემას მხოლოდ მოსკოვში ვიზიტი ვერ მოაგვარებს.

„ჩვენ ვიღებთ ვიზებს უპრობლემოდ. ის რომ ფულის სანაცვლოდ ხდება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს კოლეგებთან.

ახლა მეჩქარება აუცილებლად დავინტერესდები,... აქამდე ვიცოდით რომ გაუსაძლისი მდგომაროება იყო დავაყენეთ ეს საკითხი და შევთანხმდით, რომ ადამიანი უფრო ადვილად მიიღებს ვიზას, ვიდრე იღებდა აქამდე, მაგრამ ამისთვის უფრო მეტია გასაკეთებელი ვიდრე სიარული მოსკოვში“-ამბობს პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი ლომია.

დღის ამბები