ნარკოპოლიტიკის რეფორმა მორიგი წინასაარჩვენო დაპირებაა - ასეთია სამოქალაქო სექტორის გამოხმაურება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, პარლამენტი კანონპროექტს საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით კი „ქართული ოცნების“ ყველა საარჩევნო პროგრამაში იყო დაპირება ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებასთან დაკავშირებით, რაც არ მოხდა.
„ასეთი ბევრი სექტემბერი ყოფილა, ბევრი მინისტრი იყო, ორი არჩევნები ჩატარდა. ორივე საარჩევნო პროგრამაში მმართველი გუნდის იყო ნარკოპოლიტიკის გაადამიანურება და ჰუმანიზაცია. პრაქტიკულად ჩვენ აქ გადადებაზე და სექტემბერზე აღარ არსი საუბარი. არის პასუხი, რომ დეკრიმინალიზაციის რეფორმა ჩააგდეს არ იქნება ისევე როგორც სხვა ბევრი უამრავი რეფორმა რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში უნდა განხორციელებულიყო და არ განხორციელდა,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
მმართველი გუნდის შემდგომ ნაბიჯებს დაელოდება ”ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი. ლევან ჯგერენაია იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც „ქართული ოცნება“ კანაფის ლეგალიზებას მოახდენს.
„ე.წ. მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით არ ვიცით რას იზამენ. იმიტომ, რომ აქამდეც რამდენჯერაც დადეს პირობა სულ გადაიდო და ჩაიშალა. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად ერთ საკითხს კანაფთან დაკავშირებით, ველოდებით, რომ მოხდება მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება. ანუ გააუქმებს ადმინისტრაციულ სასჯელსაც,“-განაცხადა ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩის” წევრმა ლევან ჯგერენაიამ.