17 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
საშუამავლო კომპანია, სადაც რუსეთის ვიზების მისაღებად, სავარაუდოდ, თანხის გამოძალვა ხდებოდა, დალუქულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის  შემდეგ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საუბარია სქემაზე, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საკონსულოსთან ფულს სძალავდნენ და რომლის შესახებ სავარაუდო დიპლომატებმაც კარგად იციან. დაუსრულებელ რიგებში რუსეთის ვიზის დროულად მიღება მხოლოდ თანხის გადახდის შემთხვევაშია შესაძლებელი.  

გამოძიების დაწყების შემდეგ ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ჯიხური კი, რომელიც ფულის გამოძალვის სავარაუდო სქემაში იყო ჩართული, დღეს დახურულია.

საუბარია საშუამავლო კომპანიაზე, რომელიც მოქალაქეებს რუსეთში გასამგზავრებელი საბუთების მოწესრიგებასა და ვიზის მიღებას ჰპირდებოდნენ.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოძიები მიმდინარეობაზე არ საუბრობენ.

 

 

დღის ამბები