ვაჟა-ფშაველას პოემა, "ალუდა ქეთელაური" იასუჰირო კოჯიმამ იაპონურად თარგმნა. "ალუდა ქეთელაურის" გარდა, ვაჟას პოემებიდან ქართულიდან იაპონურად იასუჰირო კოჯიმამ "სტუმარ მასპინძელი" და "გველის მჭამელი," ხოლო მოთხრობებიდან "შვლის ნუკრის ნაამბობი," "ვერხვი" და "ჩხიკვთა ქორწილიც" თარგმნა და ერთ წიგნად გამოსცა.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები, იაპონელმა ლინგვისტმა, წლების წლის წინ წაიკითხა. მათი თარგმნა ორი მიზეზის გამო, გადაწყვიტა. პირველ რიგში, სურდა, რომ სამშობლოსთვის ის ქართველი პოეტი გაეცნო, ვინც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და მეორე - უნდა, ტოკიოში თენგიზ აბულაძის ფილმების ჩვენებამდე, იაპონელებს ქართულ კულტურაზე წარმოდგენა შეექმნათ.
იასუჰირო კოჯიმა იმ ფილმების თარგმანზე მუშაობს, რომლებიც 14 ოქტომბერს ტოკიოში, ქართული ფილმების ფესტივალზე იქნება ნაჩვენები.