17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე „ღირსეული პარტნიორი 2018“ იწყება

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე „ღირსეული პარტნიორი 2018“ რამდენიმე წუთში გაიხსნება. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და გენშტაბის უფროსი მიმართავენ, ასევე ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ, ამერიკელი დიპლომატები. სიტყვით მიმართვის შემდეგ, წუთიერი დუმილით გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეებს  პატივს მიაგებენ. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაიმართება საჰაერო წვრთნები, რომელშიც  მონაწილეობას ქართველი, გერმანელი და ამერიკელი ჯარისკაცები მიიღებენ.

ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სახის სწავლება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამტკიცებას ემსახურება.

„ღირსეული პარტნიორი 2018 “ საქართველოში ორი კვირის განმავლობაში  გაგრძელდება. ტერიტორიაზე დისლოცირებულია ამერიკული და ევროპული სამხედრო ტექნიკა. წევრთა სამხედრო ურთიერთობების გაძლიერებას, თავსებადობის ამაღლებას, შესაბამისად შეიარაღების შეთანხმებას და ურთიერთ თავსებადობის გაზრდას ემსახურება. სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მომსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში სულ 13  ქვეყანაა ჩართული, რაც შარშანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.

„ღირსეული პარტნიორი“ ოთხი წელია რაც საქართველოში იმართება, წელს კი განსაკუთრებული წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნები 15 აგვისტომდე გაგრძელდება.

დღის ამბები