17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიციის ლიიდერები სოფელ იორმულას მოსახლეობას შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები საგარეჯოს და სოფელ იორმუღალოს მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობას სამუშაო ადგილების არ არსებობა, წყლის პრობლემა და  გაფუჭებული სამანქანო გზები აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილი იყო 325 ათასი ლარი, მაგრამ წყალი სოფელს მაინც არ მიეწოდება.

მოსახლეობის განცხადებით, ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, ხელისუფლება მრავალი დაპირების მიუხედავად, არ ზრუნავს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე მწვავედ დგას საძოვრების არარსებობის საკითხი.

საპრეზიდენტო კანდიდატი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმ კონკრეტულ გეგმებზე, როგორ გადაიჭრას არსებული პრობლემები საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

„ჩვენთვის მთავარი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები, რაც შეიძლება სწრაფად დავნიშნოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეროვნული ხელისუფლება მოვიყვანოთ, რომელიც უპირველესყოვლისა ნორმალური ადამიანის, საქართველოს მოქალაქის, მშრომელი ადამიანის ინტერესებს დაიცავს,“- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

დღის ამბები