17 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
NDI-ის კვლევა და "ქართული ოცნების" უკიდურესად დაბალი რეიტინგი - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მთავარი ტენდენცია, რომელიც გამოკითხვისას გამოჩნდა გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ამჯერად ამ ციფრმა რეკორდულ მაჩვენებელს - 74 პროცენტს მიაღწია.

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი. თუმცა NDI-მ კითხვა იქონიებს თუ არა გავლენას მარგველაშვილის მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც დასვა. გაირკვა , რომ გამოკითხულთა 32% ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. რაც შეეხება კანდიდატებს, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატს უჭერს. 10%-ს ენმ-ს კანდიდატი მოსწონს. უარი პასუხზე 9%-მა განაცხადა. დავით ბაქრაძის მიმართ სიმპათია 6% მა გამოხატა. ასევე 6% აქვს გიორგი მარგველაშვილსაც. ბოლო ადგილზე კი შალვა ნათელაშვილია, რომელსაც მხარს გამოკითხულთა 4% უჭერს. თუმცა ასეთია პროცენტული გადანაწილება კანდიდატებს შორის თუ არჩევნებში მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

რა მოხდება მაშინ თუ მოქმედი პრეზიდენტი საარჩევნო მარათონში არ ჩაერთვება, ასეთ შემთხვევაში ოდნავ იზრდება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და მის მიმართ მხარდაჭერას 17% გამოხატავს. გამოკითხვის მიხედვით 8% აქვს ენმ-ს, ხოლო დავით ბაქრაძეს 7%.

NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს.

მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა. თუკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავლენ "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ხმები ასე გადანაწილდება: "ქართული ოცნება" -32 % და ენმ- 20 %.

NDI-მ პოლიტიკური პარტიების მიმართ ხალხის განწყობაც შეამოწმა. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს გამოკითხულთა 48% პასუხობს, რომ არც ერთი. 18%  კი თვლის, რომ ესეთი პარტია „ქართული ოცნებაა“. 10% აქვს ენმ-ს. "ლეიბორისტული პარტია" კი შეხედულებებთან ახლოს მდგომი პარტია გამოკითხულთა 3% -თვის არის.  

ამავე თემაზე
დღის ამბები