სასულიერო პირები საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ - მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების გამო მღვდლები მოსამართლეებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. სასულიერო პირებმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ოთხი მოსამართლე ერის გენოციდში დაადანაშაულეს და ქვეყნის მთავარი სასამართლოს გაუქმებაც კი მოითხოვეს.
კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც მათ ჰქონდათ რეფერენდუმის ჩატარებაა. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ქვეყნის მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს იქნება თუ არა ლეგალური ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება.
კანონის თანახმად რეფერენდუმს პრეზიდენტი ნიშნავს და ამ მოთხოვნით ქვეყნის პირველ პირს საქართველოს პარლამენტმა, მთავრობამ ან 200 000 ამომრჩეველმა უნდა მიმართოს. თუმცა კონსტიტუცია კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სასულიერო პირების მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.
სასულიერო პირების კიდევ ერთ მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმების შესახებ თანამოაზრეები საპარლამენტო უმრავლესობაშიც ჰყავს. დღეს "ქართული ოცნების" ოცნების წევრი რევაზ არველაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების და მისი მოვალეობის უზენაესი სასამართლოსთვის გადაცემის ინიციტივით გამოვიდა.