17 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
არიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ - სერგი კაპანაძე ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს 

„ჩვენ ერთ კონკრეტული შეკითხვა არ გვაქვს, გვაქვს ბევრი შეკითხვა. ეს შეკითხვები ეხება საქმეს, ეხება იმას რა მოხდას და რა არ მოხდა გამოძიების პროცესში და როგორ შევიდა იმ ჩიხში, რომელშიც დღეს იმყოფება- ეს განცხადება, ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ გააკეთა.

კაპანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან არსებულ კითხვებზე „კურიერის“  პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, კომისიის მუშაობის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა და ეს დაგროვილი კითხვები დაისმება გიორგი გახარიასთან და ირაკლი შოთაძესთან.

კაპანაძე ამბობს, რომ კითხვები ეხება მათ შორის პროკურატურასა და შს სამინისტროში მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს.

„არიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც მოხდა და რაც ხდება ხორავას საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ორი უწყების პასუხისმგებლობა და შეუძლებელია, რომ ისე ჩაიაროს ამ ამბები, რომ არავინ არ აგოს პასუხი. როგორი ტიპის პასუხისგებაზეა საუბარია, ამაზე მოგვიანებით გვექნება საუბარი, მათ შორის ჩვენი დასკვნების გამოქვეყნების დროს,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება. კომისიის წევრები ამ წუთებში იკრიბებიან. უკვე პარლამენტში იმყოფებიან გიორგი გახარიაც და ირაკლი შოთაძეც

დღეს 15: 00 საათზე კი კომისიის წევრები უკვე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები