გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა სვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე, სადაც მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური, დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მყინვარი სწორედ იმ ადგილის სიახლოვეს ჩამოიშალა, სადაც მესტია ჭალაჰესი შენდება და ფიქრობენ, რომ მომხდარის მიზეზიც სწორედ ჰესის მშენებლობაა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
„არავინ არ გვეუბნება რამდენია მსხვერპლი, ვინ არის რა მოხდა, გადაკეტილი აქვს პოლიციას, ებრაელებმა გვითხრეს სამი ჩეჩენი მკვდარი არისო, რამდენად მართალია არ ვიცით,“- აცხადებს ადგილობრივი მკვდრი.