17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
მესტიაში ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია. 

ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მყინვარ ლეხზირზე ყინულის ჩამოშლის ადგილიდან პირველ ფოტომასალას ავრცელებს.

უწყების ცნობით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები

„ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თუმცა, მესტიის სოფლების ნაწილი ამ დრომდე გახიზნულია და სახლებში დაბრუნებას ვერ ბედავს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტიდან წყლის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოედინება, რაც იმის საშიშროებას ქმნის, რომ ღვარცოფმა და მესტიიდან ჩამოშლილმა ქვა-ღორღმა სოფლები დატბოროს.

მესტიის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყინულის დნობის მიზეზი ჰესის მშენებლობაა, რომელიც, მათი აზრით, მესტიას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს. 

 

დღის ამბები