17 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა - პატრიარქი

ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა - ეს განცხადება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით ილია მეორე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება "პრესის და ზეგავლენის" ქვეშ მიიღო.

პატრიარქი იმ საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას რაც შესაძლოა მარიხუანას ლეგალიზებას მოჰყვეს და მიმართავს ყველას - პირველ რიგში კი ხელისუფლებას არ დაუშვას ქვეყანაში ეს უკანონობა.

„ბოლო დროს, დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებადართვა, ეს არის მტრობა ჩვენი ერისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნების დართვა ნარკოტიკებზე, ისინი თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ, გამოეტანათ ეს დადგენილება. მე მოგმართავთ ყველას, უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას, გაუფრთხილდეთ სამშობლოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი,“ - განაცხადა ილია მეორემ 

დღის ამბები