ე.წ. ციანიდის საქმეს მალე სტრასბურგის სასამართლო განიხილავს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოში ყველა ინსტანცია ამოწურეს. მათ შორის უზენაესი სასამართლოც არის, რომელმაც საქმე განსახილველად არ მიიღო. ახლა ბრალდებულის უფლებადამცველები სარჩელს ამზადებენ, რომლითაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
დაკავების დღიდან დეკანოზი აცხადებს, რომ უდანაშაულოა. მისი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიდან მხოლოდ რამდენიმეს სჯერა. რაც შეეხება მოქალაქეებს, P.S.-მა გამოკითხვა რამდენიმე დიდ ქალაქში ჩაატარა.
გაირკვა, რომ დეკანოზისთვის წარდგენილი ბრალის მოქალაქეების დიდ ნაწილს არ სჯერა და ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. გამოკითხულები ფიქრობენ, რომ პროცესი მართულია და სათავეში ხელისუფლება დგას.
„არ არის დამნაშავე, ეტყობა რაღაცეები ხდება მათ აპარატში და ასე ხდება, უნდათ მოშორება მისი, დაჭერა, შეწყალებით პირველ რიგში ეგ უნდა შეეწყალებინათ. მაგისთანები შეიწყალეს?!,“-აცხადებენ მოქალაქეები.
მოქალაქეების განცხადებით, იმ პროცესების შემხედვარე, რაც საპატრიარქოს გარშემო ვითარდება ეკლესიის მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ.