17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
„ჰოლანდიელი მოქალაქეების ჯგუფი, მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ მაჩალიკაშვილს, სარალიძეს და შემოიყვანონ ისინი შენგენის ზონაში" - სააკაშვილი

„ჰოლანდიელი მოქალაქეების ჯგუფი, რომელშიც შედიან ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლები მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს, შემოიყვანონ ისინი შენგენის ზონაში რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ჩასვლა და მისვლა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებში,“-ამის შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.  

საუბარია ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ელისო კილაძის ჩაშლილ ვიზიტზე, რომელშიც სუს-ი ფიგურირებს. კერძოდ, თავად  ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მიუნხენის აეროპორტში გაიგზავნა დაშიფრული ფაილი რის შემდეგაც შუამავალი ორგანიზაციის წარმომადგენელი აეროპორტში გააჩერეს და მას მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ტერორიზმთან კავშირზე დაუსვეს კითხვები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სრულიად დაუსაბუთებლად ტერორისტად გამოაცხადა უდანაშაულო ადამიანი მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„მე მგონი არის ძალიან დიდი უსამართლობა. უკვე ყველა ვხვდებით, რომ  რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, მას მოუკლეს შვილი სპეცოპერაციაში. რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ტრაგიკული შეცდომა. მაგრამ ის რაც მოჰყვა ამას შემდეგ იყო დანაშაული. რადგან იმის მაგივრად რომ ყოფილიყო მოკვლევა რა მოხდა, რატომ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდა მას ჩაუდეს ოთახში ხელყუმბარა, მოიგონეს ათასი უმსგავსობა, ხელი დააფარეს მონაწილეებს და ახლა უკვე მის მამას რომელიც არის სრულიად უდანაშაულო ადამიანი, გულწრფელი, ნორმალური მშრომელი კაცი ადანაშაულებენ ტერორიზმში. მხოლოდ იმიტომ რომ ის აპირებდა სტრასბურგში ჩასვლას. იმიტომ რომ ვერ იპოვა სამართალი საქართველოში და ადამიანის უფლებების კომისრის შეხვედრას. ევროსასამართლოში შეხვედრას ევროპარლამენტარებთან კონტაქტის დამყარებას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ასევე ეხმაურება პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას და ამბობს, რომ რეალურად ეს იყო ბლეფი.

„ის კომისია რომელიც შეიქმნა პარლამენტში ამ საკითხის გამოკვლევაზე აღმოჩნდა სრული ბლები სამწუხაროდ. იმიტომ, რომ მე ვნახე ბოლოს დაიბარეს წულუკიანი და საერთოდ პრაქტიკულად კითხვა არ დაუსვეს რაც იყო დაცინვა საზოგადოების და იმ ხალხის ვინც დაზარალდა. უშუალოდ წულუკიანის მითითებით ხდებოდა გაყალბება ამ საქმის,  უშუალოდ პროკურატურაში და რა ტქმა უნდა ყველაფერი შესულია ჩიხში,“-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა ამ საქმეებში არის აუცილებელი. ის ასევე პირობას დებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ როცა შეიცვლება ხელისუფლება ეს საქმეები იქნება გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები