17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს იუსტიციის საბჭოს ხელმძღბანელობისკენ მოუწოდებს

ანა დოლიძე იუსტიციის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის დროებით შეთავსებისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს პარალელურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იყო. შესაბამისად მისი გადადგომის შემდეგ, ეს თანამდებობა ანა დოლიძის აზრით მზია თოდუამ უნდა შეითავსოს. წინააღდეგ შემთხვევაში, დოლიძის აზრით შეუძლებელი იქნება საბჭოს კონსტრუქციული მუშაობა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყოს საბჭოს თავმჯდომარე და სწორედ ის წაუძღვეს, როგორც გარეშე არბიტრი საბჭოს სხდომებს. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენ დავარღვევთ კანონის მოთხოვნას. მეორე რიგში ჩვენ არ გვექნება კონსტრუქციული სხდომები საბჭოსი იმიტომ, რომ გიორგი მიქაუტაძე თუ ყველა სხვა მოსამართლე წევრი ვიცით, რომ არის მოსამართლეთა ძალიან კონსოლიდირებული დაჯგუფების წევრი,“-განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები