17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
თბილისში მოკლული ბიზნესმენი - ლევან სიგუას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული

გვიან ღამით, თბილისში მოკლული ბიზნესმენის, ლევან სიგუას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. რა გახდა 42 წლის მამაკაცის მკვლელობის მიზეზი და უკავშირდება თუ არა მომხდარი მის ბიზნეს საქმიანობას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე ვერაფერს ამბობენ.  

მომხდარის მოტივები უცნობია მოკლულის ოჯახის წევრებისთვისაც. „კურიერის“ ინფორმაციით, ლევან სიგუას ძმასთან ერთად, სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. 

ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოფარგლული. ბოლო ინფორმაციით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.

მკვლელობა შუაღამისას დოლიძის ქუჩაზე, ლევან სიგუას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა.

მას დაახლოებით 8 ტყვია მაშინ ესროლეს, როცა ბიზნესმენი მანქანიდან გადმოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

სავარაუდოდ, თავდამსხმელები სიგუას უთვალთვალებდნენ. კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

დღის ამბები