დონალდ ტრამპი დღეს ხელს მოაწერს თავდაცვის შესახებ კანონს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეცაა საუბარი.
კანონი თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც სენატორი ჯონ მაკკეინის სახელს ატარებს, 2019 წელს შეერთებული შტატების თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის 716 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
დოკუმენტი სენატმა ორ აგვისტოს დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. მასში აღნიშნულია ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა.
კანონპროექტი საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასაც ითვალისწინებს.
უკრაინის დახმარება 250 მილიონი დოლარით არის განსაზღვრული. კანონპროექტი შეერთებული შტატების რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობასაც ზღუდავს.