17 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
არასათანადოდ დასაბუთებული 2 მილიონ ლარზე მეტი პრემია - აუდიტის დასკვნას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეხმაურება

სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი პრემია გასცა, საგამოძიებო სამსახური ეხმაურება.

უწყება განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ შრომის ანაზღაურების მთლიანი ფონდი, საიდანაც გაიცემა როგორც სარგო, ისე კანონმდებლობით გათვალისწინებული პრემია და დანამატები, სახელმწიფო ბიუჯეტით მტკიცდება. შესაბამისად საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ცალკე პრემიისთვის თანხის დამტკიცება არ ხდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2017 წელს 2 მილიონ ლარზე მეტი პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს თითქმის 600 ათასი ლარით აჭარბებს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ბრძანებებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა. 

დღის ამბები