17 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
2 189 797 ლარის პრემია და 3 253 349 დანამატი - საგამოძიებო სამსახურის დაუსაბუთებელი ხარჯები და აუდიტის სამსახურის ხმაურიანი დასკვნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2017 წელს გაცემულია 2 189 797 ლარის პრემია, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს, 3,253,349 ლარის ოდენობის ხელფასზე დანამატი კი გაცემულია შესაბამისი დასაბუთების გარეშე - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია  ნათქვამი. 

უწყების დასკვნაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საგამოძიებო სამსახურის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. 

ანგარიშის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დამტკიცებული ბიუჯეტით 1 620 000 ლარის პრემია უნდა გაეცა, თუმცა სამსახურმა 2 189 797 ლარი გასცა. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტაჟის მიხედვით დანამატი სამსახურს 1 165 335 ლარი აქვს გაცემული, როცა ბიუჯეტით აღნიშნული თანხა დამტკიცებული არ არის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  2017 წელს, ფინანსთა მინისტრის N780 ბრძანება ვერ უზრუნველყოფდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ანაზღაურების ფორმის პრაქტიკის დამკვიდრებას, როდესაც დანამატი გაიცემა მოსამსახურის მიერ ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის დასაბუთების შემთხვევაში. თუმცა ასევე ნათქვამია, რომ  2018 წლის 8 თებერვალს N780 ბრძანებაში შესული ცვლილებით6 , აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა და განისაზღვრა დანამატის გაცემის კრიტერიუმები და გასაცემი თანხის ზედა ზღვარი.

აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს რეკომენდაციებითაც მიმართავს. სარეკომენდაციო ბარათში კი აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სამსახურის საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს წლის განმავლობაში ფაქტიურად დასაქმებულთა რაოდენობას

 

დღის ამბები