კახეთში ზარალს ითვლიან. ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გუშინ მოსულმა სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა.
ახმეტის რაიონის სოფელს ახშანში ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.
სასოფლო სავარგულები, თითქმის, მთლიანად განადგურებულია და გლეხები ამ მიწებიდან წელს ვეღარაფერს აიღებენ.
დაზარალებულები ამბობენ, რომ სტიქიის დროს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი არ ჩართულა. მათი თქმით, თითქმის, ყველა მათგანს საბანკო სესხი აქვს გასასტუმრებელი.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში ოპოზიციაც იმყოფებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენა, მათ შორისაა ზარალის კომპენსაცია, მიწის გადასახადის გაუქმება და საბანო კრედიტებზე პროცენტის შემცირება.