17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
თუ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს, გაათავისუფლონ დაზარალებულები მიწის გადასახადისგან და გადაუხადონ კომპენსაცია - გრიგოლ ვაშაძე

„დასავლეთ საქართველოს ფაროსანა ანადგურებს, ამას კიდევ სრული კატასტროფა დაემატა თელავისა და ახმეტის რაიონებში,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კახეთში სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ დაზარალებულებს ხელისუფლებამ კომპენსაცია გადაუხადოს, ასევე გლეხები მიწის გადასახადისგან გაათავისუფლოს და საბანკო კრედიტების გადავადებაში დაეხმაროს.

„მთლიანად განადგურებულია უმეტეს ადგილებში მოსავალი იმ დროს, როდესაც ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. თუ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიიღონ შემდეგი ზომები, გაათავისუფლონ დაზარალებულები მიწის გადასახადისგან, გადაუვადონ, დაეხმარონ აღებული კრედიტების გადავადებაში და აუცილებლად გადაუხადონ კომპენსაცია. იმიტომ, რომ ისედაც გინდა კახეთი იყოს, გინდა გურია, გინდა რაჭა, გინდა ლეჩხუმი იყოს, საქართველოს მოქალაქე არის ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები