17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
საგარეო უწყების ცნობით, სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქეა დაშავებული. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საკონსულო მათთან კონტაქტზე გასვლას ცდილობს.

რუსეთის საგზაო პოლიციის ინფორმაციით კი, ავარიის შედეგად დაღუპული ორი ადამიანიდან ერთი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი კამაზის ტიპის სატვირთო მანქანას დაეჯახა. ინცინდენტის დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად სულ 28 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო მანქანას დაეჯახა.

ამავე თემაზე
დღის ამბები