17 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სტუდენტების ახალ ნაკადს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ვეღარ მიიღებს- გადაწყვეტილება ავტორიზაციის საბჭომ მიიღო. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას უსამართლოს უწოდებს.

ავტორიზაციის შეჩერების  მიზეზი, 700 000 ლარიანი ჯარიმა გახდა, რომელიც უნივერსიტეტს აქვს დაკისრებული და დავა სასამართლოში გრძელდება. 

"საბჭოს პოზიცია არის უსაფუძვლო და უსამართლო შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა აქტივები მრავალჯერ აღემატება 700 000 ლარს; მეორე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს (რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებს მოემსახურებოდა). ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა?!

გარდა ამისა, ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით უნივერსიტეტის მატერიალური და ფინანსური რესურსები შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. გამოდის, რომ ავტორიზაციის საბჭო იგნორირებას უკეთებს და ეჭვქვეშ აყენებს თავისივე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კვალიფიციურ შეფასებას,"-ნათქვამია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები