17 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
"სხეულის ნაწილი არ არის დარჩენილი, სადაც არ იქნებოდა ასეთი მრავლობითი დარტყმები მიყენებული“ - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ზუსტად 6 თვის თავზე ტატუნაშვილების ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გასაგზავნ დოკუმენტებს შორის მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნა იქნება.

მასში დასაბუთებულია, რომ 34 წლის ახალგაზრდა წამების შედეგად დაიღუპა. სარჩელში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთდროულად რამდენიმე კონვენციის დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელზეც პასუხი რუსეთმა უნდა აგოს.

"გამოიკვეთა ის გარემოებები, რომ ადამიანის წამების შედეგად განვითარდა ადამიანის ტრავმული ნეიროგენული ხასიათის შოკი, რამაც გამოიწვია მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და აქედან გამომდინარე დადგა სიკვდილი.

"სხეულის ორ მესამედზე მეტზე აღენიშნება დაზიანებები. ეს დაზიანებები ერთობლიობაში 100-ზე მეტ დაზიანებას წარმოადგენს, რომელიც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნით. გამოყენებულია პოლიციური დუბინკები, რისი კვალიც ნათლად ამჩნევია სხეულს და სხეულის ნაწილი არ არის დარჩენილი, სადაც არ იქნებოდა ასეთი მრავლობითი დარტყმები მიყენებული,“ - ამბობს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ემპათიას ექსპერტი, კახა მიქაძე.

ემპათიას ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ სტრასბურგის სასამართლო ტატუნაშვილის ოჯახის სარჩელს დააკმაყოფილებს და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

 

დღის ამბები