17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 

ECHOWAVES -ის ერთი მონაწილე ფესტივალის ტერიტორიაზე ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, გზაში გარდაიცვალა. 

მასთან ერთად იმყოფებოდა ახალგარდა გოგონა, რომელიც ასევე ცუდად გახდა. თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს. 

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას, ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. 

ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

 
დღის ამბები