17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური მოწამვლა ანაკლიაში - 1 გარდაცვლილი და 1 მოწამლული

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ის ​მონაწილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური ვერსია, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა ინტოქსიკაცია, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 21 წლის მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის უცნობია, რა ნივთიერების გამო აღენიშნებოდა მას ინტოქსიკაცია. ეს ექსპერტიზის ჩატარების შედეგად უნდა დადგინდეს.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, არ არის გამორიცხული, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის შედეგი გახდება ცნობილი, მოხდეს  მუხლის გადაკვალიფიცირება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ტოქსიკური ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, ექიმების ინფორმაციით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კლინიკიდან უკვე გაწერილია.

ამ შემთხვევაშიც უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა გოგონას მოწამვლის მიზეზი.

„გოგონას მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის ფონზე გაუმჯობესდა და დილას გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, იგი შემოსვენებული იქნა გვამი, რომელიც შემდეგ შესაბამისი სამსახურის მიერ, გადასვენებული იქნა ექსპერტიზის ბიუროში,“ - ამბობს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, სულხან ორჟონია. 

დღის ამბები