22 დეკემბერი 2024,   15:34
ვრცლად
დაბინძურებული მდ. ყვირილა და ეკოლოგიური პრობლემები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ჯორჯიან მანგანეზს“ აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ ჭიათურაში ეკოლოგიის კუთხით შექმნილი პრობლემების გამოსწორებას სთხოვს.

კომპანიას გარემოსდაცვითი ღონისძიებების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები გააჩნია. მისი შესრულების მონიტორინგს კი სამინისტრო ახორციელებს.

მთავარი პრობლემა მდინარე ყვირილას დაბინძურებაა. წლების მანძილზე მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი, შლამთან ერთად, პირდაპირ მდინარე ყვირილაში ჩაედინება. ამ საკითხის მოგვარებას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნის მშენებლობით გეგმავს. 

დღის ამბები