22 დეკემბერი 2024,   15:23
ვრცლად
არ გამოვრიცხავ საექსპორტო სიაში მარიხუანა ერთ-ერთი წამყვანი გახდეს - ფინანსთა მინისტრი 

კანაფი და კანაფის ოჯახის მცენარეების  წარმოება მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ლეგალურად დაშვებულია კანაფის ოჯახის მცენარეების წარმოება, ეს სპეციალური პირობების შესაბამისად ხდება.

„მისი წარმოება, ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას. შესაბამისად, ის ყველა ქვეყანაში იწარმოება მკაცრად რეგლამენტირებულ პირობებში“-ამბობს დავითაშვილი.

მარიხუანას კულტივაციის და უცხოეთში გაყვანის შესახებ საქართველოს მთავრობამ დილიდან მსჯელობა უკვე დაიწყო. პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ის რეგულაციები განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებას, მოყვანას, ექსპორტსა და სამედიცინო დანიშნულებით მის გამოყენებას შეეხება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მარიხუანას მოხმარებისა და ლიცენზირების საკითხებში ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა გადმოიღო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კი ამბობს, რომ მარიხუანას ექსპორტირება ქვეყნისთვის სოლიდური შემოსავალი იქნება.

„არ გამოვრიცხავ საექსპორტი სიაში, პოზიციაზე, ერთ-ერტი წამყვანი გახდეს. ეს ბაზარი მზარდია,სამედიცინო მიზნებისთვის სულ უფრო და უფრო მეტად მოიხმარება“-ამბობს მაჭავარიანი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კი ამბობს, რომ მარიხუანას ექსპორტირება ქვეყნისთვის სოლიდური შემოსავალი იქნება.

„არ გამოვრიცხავ საექსპორტი სიაში, პოზიციაზე, ერთ-ერთი წამყვანი გახდეს. ეს ბაზარი მზარდია,სამედიცინო მიზნებისთვის სულ უფრო და უფრო მეტად მოიხმარება“-ამბობს მაჭავარიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები