08 დეკემბერი 2024,   07:44
ვრცლად
8 საათით გადაკეტილი ოზურგეთისა და ლანჩხუთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი - სოფელ ნინოშვილის მოსახლეობის პროტესტი 

სოფელ ნინოშვილის მოსახლეობას ოზურგეთისა და ლანჩხუთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი, დაახლოებით, 8 საათით ჰქონდა გადაკეტილი. ამ ფორმით სტიქიის შედეგად დაზარალებულებმა ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. ადგილობრივების თქმით, არასწორად გაყვანილი გზების გამო, სოფელში სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და ყოველი წვიმის დროს ნინოშვილი იმეწყრება, რაც სახლების ნგრევას იწვევს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროექტით გათვალისწინებული იყო სანიაღვრე სისტემის მოწყობა და ეჭვი აქვთ, რომ ამ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები გაიფლანგა. აქციაზე მოსალაპარაკებლად მისულ ლანჩხუთის მერიის თანამშრომლებს, სოფელ ნინოშვილის მოსახლეობა პროტესტით დახვდა.

ადგილობრივი ხელისუფლება გამოსავალს სოფელ ნინოშვილიდან მაცხოვრებლების გასახლებაში ხედავს და მათ ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს.

ოპოზიციაც ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩასვლას და მისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს.  

დღის ამბები