22 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ - 229 შენიშვნიდან 6 „რუსთავი-2“-ის საქმეს უკავშირდება

საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის განხილვის მეორე ეტაპი, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გრძელდება.

„კურიერის“ ინფორმაციით, დოკუმენტში 229 შენიშვნა შედის, საიდანაც 6 „რუსთავი-2“-ის საქმეს უკავშირდება.

ევროპარლამენტარები თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ სახელისუფლებო ზეწოლაზე საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ კრიპტოვალუტების გამოყენებით პოლიტიკური კორუფციის მაღალ რისკებზეც.

დღეს კიდევ ერთხელ საერთაშორისო საქმეების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ ანგარიშზე იმსჯელეს, სადაც სიტყვით მთავარი მომხსენებელი ანდერს მამიკინსი გამოვიდა. დეპუტატებმა დღეს ისაუბრეს პოზიტიურ მიმართულებებთან ერთად, ქვეყნის მთავარ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

დეპუტატების თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც აუცილებელია სასამართლოს სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

ევროპარლამენტის დეპუტატი პორტუგალიიდან, ანა გომესი პლურალისტური მედიის მნიშვნელობის გარდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას. გომესის თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს მან მოისმინა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები.

„შეგვიძლია გვყავდეს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, პლურალისტური მედია. "რუსთავი 2" ოპოზიციურ შეხედულებებს აჟღერებს, მაგრამ საქართველოში მის მიმართ ხალხის ნდობა დიდია. ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტისას შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებს, ვნახე პოზიტიური ცვლილებები მათ ანალიზში, მაგრამ წამოწიეს რამდენიმე საქმე, უსაფრთხოების სამსახურის დაუსჯელობის შესახებ, ეს სერიოზული თემაას და პრობლემებს ქმნის,“ - განაცხადა ანა გომესმა.

დღის ამბები