22 დეკემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას - პრეზიდენტი

ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა.

რუსულ აგრესიაზე, ანექსიურ პოლიტიკაზე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე გიორგი მარგველაშვილმა, ამერიკაში, ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული ფორუმის გახსნის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებისთვის გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ძვირად დაუჯდა ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა და ქვეყნის კურსი უცვლელი იქნება.   

“2008 წელს საქართველოს თავს დაესხა რუსული ჯარი. 2014 წელს რუსეთი უფრო მეტად ორგანიზებული, აქტიური და გადამწყვეტი იყო საკუთარი აგრესიული გეგმების მეზობელ უკრაინაში განხორციელებისათვის. ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას და ვხედავთ ჩვენს მოკავშირეებთან ინტეგრაციას, როგორც სამომავლო პერსპექტივას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ამ სიახლოვით ჩვენ დავიცავთ მთლიანი ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების უკეთეს მომავალს“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები