22 დეკემბერი 2024,   15:06
ვრცლად
შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე - დავით რაქვიაშვილი სერგეენკოს უწყების და აშშ-ის საელჩოს დახურული მიმოწერის გაჟონვის ფაქტს ეხმაურება 

ეს არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე - ეს განცხადება, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვლმა, ჯანდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროსა და შეერთებული შტატების საელჩოს შორის დახურული მიმოწერა მოსკოვში აღმოჩნდა. თბილისიდან გაჟონილი ინფორმაცია კრემლისთვის მორიგი პროპაგანდისტული ტალღის საბაბი გახდა.

დავით რაქვიაშვილის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიას ესხმის თავს და მსგავს შემთხვევებზე საქართველოს მხრიდან პასუხი მკაცრი უნდა იყოს გაცემული.

„ეს არ არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან პირველი თავდასხმა და დისკრედიტაციის მცდელობა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მიმართებაში. ვერავითარი მაკომპრომეტირებელი მასალა ვერ იქნებოდა იმ მიწერ-მოწერაში. ეს ყველაფერი არის მოგონილი რუსული პროპაგანდის.

ეს არ არის შეტევა ერთ მინისტრზე, ეს არ არის შეტევა ერთ ინსტიტუციაზე, ეს არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და შესაბამისად ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძალიან მტკიცე,“-განაცხადა დავით რაქვიაშვლმა.

დღის ამბები