22 დეკემბერი 2024,   15:37
ვრცლად
დავით ბაქრაძე სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიას მართავს

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიას მართავს. დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ხობში შეხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ​ფაროსანას მიერ განადგურებული თხილი და ბანკებთან შექმნილი დავალიანება აწუხებს.

მთავარ პრობლემად ხობშიც უმუშევრობა სახელდება. 

„აუცილებელია საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი წარსული, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი თითოეული კუთხის ტკივილი და რომელსაც კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების გამთლიანება და საზოგადოების თითოეულ ნაწილთან ურთიერთობა და დიალოგი.“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები