22 დეკემბერი 2024,   15:28
ვრცლად
"ფაროსანა ბიძინა", "მოღალატე სალომე" - ხმაურიანი აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან 

ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები აქციას მართავენ. მათ ადგილზე პერფომანსი მოაწყვეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კომპენსაციას და გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ.

დაზარალებულები ხანძარს კონკრეტული პირების ინტერესებს უკავშირებენ.

„წელიწადი და 8 თვეა ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. ბიძინა ივანიშვილმა არ იცის რატომ დაიწვა, როგორ დაიწვა და ვინ დაწვა? ბიძინა ივანიშვილის გამოისობით მთელი საქართველო არის ამ მდგომარეობაში,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებით და წარწერით "მოღალატე" პლაკატებიც აქვთ მიტანილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

დღის ამბები