22 დეკემბერი 2024,   15:07
ვრცლად
დაგვცინიან... ზედახორაა... ეს არის წიხლის დაჭერა - მოქალაქეები იუსტიციის სახლში დიდი რიგების და ქაოსის გამო პროტესტს გამოთქვამენ

იუსტიციის სახლში ვითარება უცვლელია, სადაც ისევ სრული ქაოსია, რეესტრი მოქალაქეების მომსახურებას ისევ ვერ ახერხებს.

ასობით ადამიანს გრძელ რიგში უწევს დგომა. ხალხმრავლობის მიზეზი ტაქსის ლიცენზიებია. მათ, ვისაც საბუთის აღება სურს, მერიის გადაწყვეტილებით ვადა პირველ ოქტომბრამდე აქვთ.

„ჩმორიკად გვთვლიან, ასე არ შეიძლება გაგრძელება. ძალიან დიდი რიგია, დაგვცინიან, აბა რა არის ეს და გვამცირებენ,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოქალაქეები რიგში დგომას აკრიტიკებენ და ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.

„შიგნით უნდა შეხვიდეთ რა ხდება, მეორედ მოსვლა თუ აინტერესებს ვინმეს უნდა მიხვიდეთ რა ხდება, ზედახორაა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მძღოლების გარდა დიდ რიგში უწევთ დგომა ინდივიდუალურ მეწარმეებსაც, რომელსაც რეგისტრაციის გასავლელად ვადა დღეს ეწურებათ.

„ეს არ არის სახელმწიფოს მხრიდან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საკუთარი მეწარმეების მიმართ. პირიქით, ეს არის ხელის შეშლა, ეს არის წიხლის დაჭერა, მეტი ამას არაფერი არ ჰქვია,“ - აცხადებს მოქალაქე.

იუსტიციის სახლში მისულები აცხადებენ, რომ რიგის ნომერს ერთი საათის განმავლობაში ელოდებოდა.

„საათში ერთხელ ხუთ რიგის ნომერს ამოიღებენ და დამთავრდა, რომ კითხო ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, უნდა ჩამოივანო ის წულუკიანი და დააყენო აქ,“ - განაცხადა მოქალაქემ.

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, გივი აზაურაშვილი აღნიშნავს, რომ იუსტიციის სახლში რიგი გამოწვეულია იმით, რომ  მოქალაქეები ბოლო დღეს მივიდნენ.

„სამუშაო მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. იუსტიციის სახლი მუშაობს ჩვეული სიმძლავრით და მოემსახურება აბსოლუტურად უკლებლივ ყველა მოქალაქეს. იუსტიციის სახლი მუშაობს გამართულად,“ - განაცხადა გივი აზაურაშვილმა.

ისევ არ ეძლევა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფებს შიდა ტერიტორიაზე შესვლის უფლება, იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებმა დაპირისპირება არ გადაიღონ. 

დღის ამბები